ქალთა ნაკრები აღარ ხუმრობს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სექტემბერში, ისტორიაში პირველად, ქალ ფეხბურთელთა ერთა ლიგა დაიწყება. ამ ტურნირისთვის საქართველოს ნაკრებიც ემზადება და ჩვენი გუნდის ახალ თავკაცს, ირის ანტემანს ნაკრები პრაქტიკულად ყაზარმულზე ჰყავს გადაყვანილი. ერთა ლიგისთვის ემზადებიან ჩვენი მეზობელი სომხებიც და მათი გოგონათა ნაკრებიც საქართველოში გადის შეკრებას. ჰოდა, მხარეებმა ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე მოიპალარაკეს და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხასიათს ატარებს ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირება, ამხანაგურმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანტემანის დებიუტი შესაშური გამოვიდა - საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრები მშრალი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. ჩვენებმა 3 გოლი პირველ ნახევარში გაიტანეს, 2 გოლი კი მეორე ტაიმში შეაგდეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე