„მეცმა“ მიქაუტაძე 15 მილიონად არ გაყიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ის, რომ ფრანგული „მეცი“ უძლიერესთა შორის დაწინაურების მიუხედავად, მთავარ ვარსკვლავს, გასული სეზონის ბომბარდირსა და საუკეთესო ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს რომ ვერ შეინარჩუნებდა, ისედაც ცხადი იყო. ქართველი ფორვარდის სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული და თანაც ბევრად უკეთესი ჩემპიონატებიდან, ვიდრე საფრანგეთია. ჯერ ითქვა, რომ მიქაუტაძის შეძენა იტალური კლუბს, კონკრეტულად კი რომის „ლაციოს“ სურდა, მაგრამ ყველაზე მეტად, ინგლისურ პრემიერლიგაში აღზევებული „ბარნლი“ აქტიურობს და ფრანგებმა პირველი ოფიციალური წინადადება, სწორედ მათგან მიიღეს. ინგლისელები მზად არიან, მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ, თანხა, რომელიც სეზონის ბოლოს დასახელდა, თუმცა...

„მიქაუტაძემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფორვარდია. მისი გასხვისება არ გვსურს, მაგრამ ფეხბურთელი უკეთესი ჩემპიონატისკენ ისწრაფვის და ხელს არ შევუშლით, თუმცა ვისაც მისი შეძენა სურს, 20 მილიონის გადახდა მოუწევს“, - ასეთია „მეცის“ პოზიცია და ახლა ჯერი „ბარნლიზეა“. ჟურნალისტები იმასაც წერენ, რომ მიმდინარე პროცესს, სწორედ „ლაციო“ აკვირდება და შესაფერის მომენტს ელოდება, რათა მიქაუტაძე ინგლისელებს ცხვირწინ ააცალოს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე