ძიუდოისტებმა ევროპული თამაშები მოიგეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა, კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე იმარჯვა. მერვედფინალში, ჩვენმა გუნდმა ხორვატია - 4:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში, თურქეთის ნაკრებსაც ამავე ანგარიშით - 4:1 მოუგო, ნახევარფინალში იტალიის ძლიერ გუნდს - 4:3 სძლია, ფინალში კი, გერმანიას უპრობლემოდ - 4:1 მოუგო. არადა, პირველი შეხვედრა გერმანელებმა მოიგეს და იმედიც გაუჩნდათ, რომ მოგებას მოახერხებდნენ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი შეხვედრა და ოქროს მედლები საქართველოს სასარგებლოდ დათმეს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე