„ბორჯღალოსნებმა“ ისევ წააგეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, მესამე ტურის შეხვედრა გამართა და აშკარად ძლიერ ფიჯისთან დაძაბულ ბრძოლაში, 17:12 დამარცხდა. არადა, პირველი ნახევარი ისე წარიმართა, უკეთესს ვერც ვინატრებდით - ჩვენმა გუნდმა სამი უპასუხო ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე 9:0-ით გავიდა. იტყვის კიდეც ნამატჩევს ფიჯელთა თავკაცი, გაგვიმართლა, პირველ ნახევარში უფრო დიდი სხვაობით რომ არ წავაგეთო. აშკარა იყო, ფიჯი ქართველებისგან ასეთ თამაშს არ ელოდა და ამიტომ, მეორე ნახევარში, სხვა გუნდი გამოვიდა.

იმედი იმისა, რომ სასწაული მოგვეხდინა, მაშინ გაჩნდა, როცა მსაჯმა მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, მეტოქე მორაგბე გააძევა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების ნაცვლად, ლელო აქეთ მივიღეთ. ამ ლელომ ქართველები დააბნია, არია და საბოლოოდ მარცხი არ აგვცდა. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველო უელსს ხვდება და არის შანსი იმისა, რომ 7 ოქტომბერს გამარჯვება ვიზეიმოთ, მითუმეტეს, უელსი დამარცხებული გვყავს, მაგრამ მეტოქეს ჩვენი დამარცხების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს და ამიტომ, თავს არ დაზოგავენ.