მიქაუტაძეს ისევ არ ათამაშებენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როცა გიორგი მიქაუტაძე ფრანგული „მეციდან“ „აიაქსში“ გადავიდა, ყველას ძალიან გაუხარდა, რადგან ამსერდამული კლუბი მუდმივად არის გრანდების რადარზე და საკმარისი იყო, მას გაებრწყინა, ბევრად დიდ კლუბში გადასვლაში ხელს არაფერი შეუშლიდა, მაგრამ...

ყველასთვის მოულოდნელად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი პირველ მატჩში ათამაშა, მეორე შეხვედრაში შეცვლაზე შეიყვანა, შემდეგ კი, მყარად განაწესა სათადარიგოთა სკაამზე და ერთ წუთსაც აღარ აძლევს. ჰოლანდიურ მედიას კთხვები გაუჩნდა, 16 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელის სკამზე დასმა ყველას ეუცნაურა და გაირკვა, რომ მიქაუტაძის შეძენა კლუბის სპორტულ დირექტორს, სვენ მისლინტატს სურდა და არა მთავარ მწვრთნელს. თურმე, გუნდის თავკაცი მაურის სტეინი ნახევარმცველის ყიდვას ითხოვდა და არა ფორვარდის...

„ფეიენოორდთან“ საშინაო მარცხის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ გუნდიდან სწორედ სტეინს გაუშვებდნენ, მაგრამ ხელმძღვანელობამ სპორტული დირექტორი მოხსნა, ანუ ის კაცი, ვინც მიქაუტაძის შეძენა დაიჟინა და სურვილი აიხდინა კიდეც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ჰოლანდიური მედიის ცნობით, სტეინი მზად არის, მიქაუტაძე ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშოს, ანუ იქ, სადაც ქართველს არასდროს უთამაშია და როგორც ჩვენი ნიდერლანდელი კოლეგები წერენ, მიქაუტაძეს უთქვამს, უჩვეულო პოზიციაზე თამაშს, ისევ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მირჩევნიაო.

ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ეს ამბავი, მაგრამ უთამაშებლობა თავად გიორგისთვის ხომ ძალიან ცუდია და საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც ვერ არის კარგი ამბავი.