მამარდაშვილი და „ნიუკასლი“ გამოირიცხა?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანური მედია წერს, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან“ სანაკრებო შეკრებაზე ისე წავიდა, რომ თითოეულ თანაგუნდელს გულთბილად დაემშვიდობა. შესაბამისად, პრესა ვარაუდობს, რომ მამარდა ესპანურ კლუბში აღარ დაბრუნდება და კარიერას სხვაგან გააგრძელებს. მით უმეტეს, მის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს. ყველაზე მეტად, ქართველი კიპერის შეძენა „ნიუკასლს“ სურდა და ესპანელებს გიოს სანაცვლოდ 41 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა, როგორც პირენეული მედია წერს, „ვალენსია“ ყველაზე ცოტა, 45 მილიონის მიღებას აპირებს.

ჰოდა, ახლა ამბობენ, რომ „ნიუკასლი“ „ბარნლის“ მეკარეზე, ჯეიმს ტრაფორდზე გადაერთო და მისი შეძენა ორჯერ უფრო იაფი დაუჯდება. რაც შეეხება მამარდაშვილს, მისი ხილვა გუნდში „ატლეტიკოს“ თავკაცს, დიეგო სიმეონესაც სურს და ამას გარდა, მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალიც“ ყურადღებით აკვირდებიან. არც ისაა გამორიცხული, მამარდაშვილი ესპანეთის პრიმერაში, აწ უკვე დასრულებული სეზონის საუკეთესო მეკარედ დაასახელონ და ეს მის ტრანსფერს კიდევ უფრო დააჩქარებს. თანაც, წინ წვროპის ჩემპიონატია და კლუბები ქართველ მეკარეს იქაც გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე