12 ივნისიდან მიმოქცევაშია ქართული მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ეძღვნება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2024 წლის 12 ივნისიდან მიმოქცევაშია ქართული მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ეძღვნება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება დღეიდან აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო საფოსტო მარკის ტირაჟია 40.000 ერთეული.

„საფოსტო მარკა, გარდა მისი ძირითადი დანიშნულებისა, ასევე წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას, ამიტომაც მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. საფოსტო მარკა უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდებასა და მოთხოვნებს, მასში ასახული უნდა იყოს ქვეყნის კულტურა და ისტორიული წარსული, მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფერო, მიღწევები სპორტში, საშინაო და საგარეო ცხოვრების მთავარი მოვლენები და სხვა“, – აცხადებენ სამინისტროში.