ცოტა სასაცილო ამბავი - „ბაიერნი“ კომპანის ჩააბარეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის მზადებას, ახალი მწვრთნელის ხელში დაიწყებს. „რეკორდმაისტერს“ მთავარ მწვრთნელად ბელგიეელი სპეციალისტი, ვენსან კომპანი დაუნიშნეს და მან კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მისი დანიშვნა გულშემატკივრებისთვის ძალიაან მოულოდნელი იყო, რადგან ბელგიელი სპეციალისტი 38 წლისაა, გამოცდილებაძალიან ცოტა აქვს და მის მთავარ მიღწევად ის ითვლება, რომ გასულ სეზონში „ბარნლი“ ინგლისის ჩემპიონშიპიდან, პრემიეერლიგაში გადაიყვანა, თუმცა, მიმდინარე სეზონში, 38 შეხვედრიდან, მისმა გუნდმა მხოლოდ 5 მოიგო და ისევ ჩემპიონშიპში დაქვეითდა. ამის პარალელურად, კომპანის „ბარნლისთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსყიდვის სანაცვლოდ, გერმანელებს 15 მილიონის გადახდა მოუწევთ.

კომპანიის დანიშვნა მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ „ბაიერნის“ ბოსები ხაბი ალონსოს („ლევერკუზენის“ თავკაცი), იულიან ნაგელსმანს (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) და რალფ რანგნიკს (ავსტრიის ნაკრების დამრიგებელი) ესაუბრებოდნენ და სწორედ მათ დათანხმებას ცდილობდნენ, მაგრამ სამივესგან უარი მიიღეს, მერე კი, კომპანი გამოჩნდა და... წელს „ბაიერნი“ ტიტულის გარეშე დარჩა და ეჭვი გვაქვს, უკეთესის პერსპექტივა, კომპანის ხელში, არც მომავალ სეზონში ელოდება.