„ბარსელონას“ ფლიკი გაწვრთნის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2020 წელი, უეფას გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო, ჩემპიონთა ლიგის საპლეი-ოფო შეხვედრები უცნაურად იმართება - გასვლა-მიღების ნაცვლად, გუნდები ერთ შეხვედრას თამაშბენ, იმასაც ნეიტრალურ მოედანზე, პორტუგალიაში და ასე გადიან მომდევნო ეტაპზე. ჰოდა, 2020 წლის 14 აგვისტო, ლისაბონის სტადიონი, ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალი და ერთმანეთს ორი ძალიანდიდი კლუბი ხვდება - „ბარსელონა“-„ბაიერნის“ წინააღმდეგ. მაშინ, ვინმესთვის რომ გეკითხა სავარაუდო ანგარიში გამოიცანიო, მიახლოებითაც კი ვერავინ იტყოდა, რა მოხდებოდა. გერმანულმა გრანდმა, კატალონიის სიამაყე გაანადგურა და 8:2 მოუგო. მაშინ ბავარიულ კლუბს ჰანს დიტერ ფლიკი წვრთნიდა და იმ წელს, მიუნხენელებმა მოიგეს ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა - ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ჰოდა, ფლიკი მაშინვე გერმანიის ნაკრებში გააქანეს, სადაც არც თუ წარმატებული კარიერა ჰქონდა და უმუშევარი დარჩა.

ჰოდა, ახლა მას სწორედ ის „ბარსელონა“ ჩააბარეს, რომელსაც წლების წინ, ასე უდიერად მოექცა. ვერ გეტყვით, რამდენად გაამართლებს გერმანული ხასიათი  „ბარსაში“, მაგრამ ფლიკმა თუ გუნდი თავის ჭკუაზე დაქოქა, მათი შეჩერება ურთულესი საქმე იქნება.