მამუკელაშვილი NBA-ს ემშვიდობება?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის კლუბიოს, „სან ანტონიო სპურსის“ ქართველი ლეგიონერი, სანდრო მამუკელაშვილი ურიგოდ ნამდვილად არ ირჯებოდა და როგორც ამეირკული მედია, ისე გუნდის თავკაცი და ქომაგები ამბობდნნ, რომ სანდრო მომავლის კალათბურთელი იყო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ახლა კი, ირკვევა, რომ ჩვენებურს დასრულებულ კონტრაქტს აღარ უგრძელებენ და ის კარიერას თურქულ „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს. მეტიც, თურქული მედია ამტკიცებს, მამუკელაშვილმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათნხმა და ახალ კლუბში დღე-დღეზე ელიანო.

ზოგადად, „ფენერბაჰჩე“ ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გრანდია და იქ ასპარეზობა ცუდი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ მაშინ, როცა ასეთი პრესა გაქვს, როცა მწვრთნელი ყველა პრესკონფერენციაზე გაქებს, როცა თამაშები მიგდის და სტაბილურად აგროვებ ქულებს, დასრულებული კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმა ძალიან უცნაური გვგონია.