ისტორიაში პირველად - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადაზე იასპარეზებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ ქართული ძიუდო მსოფლიოში განთქმულია და ქართველი ძიუდოისტები ინდივიდუალურ თუ გუნდურ შეჯიბრებში წარმატებას მუდმივად აღწევენ, აქამდე არასოდეს ყოფილა, რომ ჩვენს ნაკრებს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გუნურში მოეპოვებინოს. ჰოდა, ახლა ესეც აღსრულდა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრშიც გამოვა, რაც ძალიან, ძალიან კარგი მიღწევაა.

შეგახსენებთ, თუ ვინ დაიცავს ნაკრების ღირსებას გუნდურში ოლიმპიადაზე:

კაცები: გიორგი სარდალაშვილი(-60კგ.), ვაჟა მარგველაშვილი(-66კგ.), ლაშა შავდათუაშვილი(-73კგ.), ტატო გრიგალაშვილი(-81კგ.), ლაშა ბექაური(-90კგ.), ილია სულამანიძე(-100კგ.), გურმა თუშიშვილი(+100კგ.);

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი(-57კგ.), ეთერ ასკილაშვილი(-63კგ.), სოფიო სომხიშვილი(+78კგ.).