100 მილიონი კვარაცხელიას სანაცვლოდ - პარიზელებმა ციფრი თქვს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუბიკონი გადალახულია - ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელმაა, ნასერ ელ ხელაიფიმ, იტალიურ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ოფიციალურადმ იმართა. ფრანგები მზად არიან, ქართველი შემტევის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო გადაიხადონ და თუ ეს ტრანსფერი შედგება, კვარა არამარტო ყველაზე ძვირად ღირებული და ყველაზე ძვირად გაყიდული ქართველი ფეხბურთელი იქნება, არამედ, მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესიც.

მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ მფლობელი ბიზნესმენი აურელიო დე ლაურენტისია დამან ძალიან კარგად იცის, რომ არაფრისგან შეიძლება 90 მილიონი იშოვოს. ჰო, 90 მილიონი, რადგან კვარაცხელიას გადაბირება ბათუმის „დინამოდან“ დაახლოებით 10 მილიონი დაჯდა. დე ლაურენტისი ამ გარიგებას სიამოვნებით დათანხმდებოდა, მაგრამ მას გუნდში ახალი მწვრთნელი ჰყავს დასანიშნი და იტალიური მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, ეს „ახალი“ ანტონიო კონტე იქნება, რომელიც გუნდში მისვლის სანაცვლოდ, რამდენიმე ფეხბურთელის და პირველ რიგში, კვარაცხელიას შენარჩუნებას ითხოვს. ქართველთან ერთად, პარიზელებს მისი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენიც სურთ და მზად არიან, მის სანაცვლოდ 130 მილიონი გადაიხადონ, თუმცა, ფრანგული მედია ამტკიცებს, თუ „პარი სენ ჟერმენს“ არჩევანის გაკეთება მოუწევს და „ნაპოლი“ ორივე ლიდერის გაყიდვას არ დათანხმდება, ისინი კვარაცხელიას წაიყვანენ, რადგან ქართველი „რეალში“ წასული კილიან მბაპეს შემცვლელად სჭირდებათო.