ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება ნაკრებმა ავსტრიაში დაიწყო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორი კვირაც და, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველ შეხვედრას გამართავს. დორტმუნდში მატჩი თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გვაქვს და საბუკმეიკერო კანტორების აზრით, უპირობო ფავორიტი სწორედ ჩვენი მეზობლები არიან. თურქეთს გამარჯვებაზე კოეფიციეენტი 1.75 აქვს, ფრეზე - 3.80, ხოლო საქართველოს მოგება, 4.33-ად ფასობს. საინერესოა, რომ ჩეხეთთან საქართველოს შესაძლო მოგება 5.00-ად არის შეფასებული, ანუ ბუკმეიკერები თვლიან, რომ ჩეხეთი თურქეთზე საკმაარისად ძლიერია.

რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს. რა თქმა უნდა, გუნდი ჯერჯერობით სრულად არ შეკრებილა, მაგრამ ნელ-ნელა ყველა ფეხბურთელი ჩავა და ვილი სანიოლის განკარგულებაშიც 26-ვე მოთამაშე იქნება. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩვენი ნაკრები, 9 ივნისს, ამხანაგურ შეხვედრაში, პოდგორიცაში, მონტენეგროს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირედება. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ჩვენს გარდა, ყველა სხვა ნაკრებს, 2-3 ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი, თანაც, გაცილებით სუსტ მეტოქეებთან, რათა ჩემპიონატის დაწყებამდე განწყობა აიმაღლონ, იოლად მოიგონ, გოლები შეყარონ, ჩვენ კი მონტენეგროს ვხვდებით და ისე არ გამოვიდეს, ისტორიული ევრო-ჩემპიონატის სტარტის წინა დღეებში, განწყობა გავიფუჭოთ.