ქართველმა კალათბურთელებმა ჩინეთში სამივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ჩინეთის მოწვევით, საქართველოს კალათბურთელთა, VSA -ს ახალდაკომპლექტებული გუნდი, ვიქტორ სანიკიძის აკადემია - U20 მონაწილეობას იღებს ტურნირ “„Atlas international Men`s basketball Tournament“-ში
-ში.

ასევე ტურნირში მონაწილეობას (საქართველოუს გუნდის გარდა) იღებს: ჩინეთის ნაკრები, პოლონეთის ნაკრები, სერბეთის ნაკრები.

U20 გუნდმა პირველი შეხვედრა ჩინეთში გამარჯვებით გახსნა. მოგეხსენებათ, სერბეთის ნაკრები არანაკლებ ძლიერი მეტოქეა, თუმცა ჩვენ გუნდმა მოახერხა და 15 ქულიანი სხვაობით დაამარცხა სერბეთის გუნდი.

2 ივნისს გამართული შეხვედრაც ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა გუნდმა 11 ქულით სძლია „პოლონეთის“ ნაკრებს.

ბოლო შეხვედრა დღეს, 3 ივნისს გაიმართა, სადაც საქართველო ჩინეთს დაუპირისპირდა. U20-ის გუდნმა ბოლო თამაშზეც გამარჯვება მოიპოვა.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე