წაგებულ შეხვედრაში საუკეთესო მამარდაშვილი და მადლობა ვაისს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოდით, ჯერ მადლობით დავიწყოთ. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 მარტს, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას თამაშობს. ამ მატჩისთვის ნაკრებში ჯაბა კაანკავაც დავაბრუნეთ და ჯაბა კიდევ ერთ ვეტერანთან, გურამ კაშიასთან ერთად, ბრატისლავის „სლოვანის“ ღირსებას იცავს, ამ გუნდს კი, საქართველოს ნაკრების ოდინდელი თავკაცი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის. ჰოდა, კვირას, საკუთარ მოედანზე, „ტრნავასთან“ გამართულ შეხვედრაში, ვაისმა არც კანკავა და არც კაშია განაცხადში არ შეიყვანა, აქაოდა, ვეტერანები არიან, არ მინდა დაიღალონ და მსურს, ნაკრებს დასვენებული შეუერთდნენო. დაგვეთანხმებით, ეს მისი მხრიდან ძალიან ღირსეული საქციელია, მითუმეტეს,რომ „სლოვანმა“ სეზონში მეორე მატჩი წააგო და კანკავა-კაშიას დუეტი აშკარად დაეხმარებოდა.

საუცხოო ფორმაში უერთდება ნაკრებს გიორგი მამარდაშვილი. მისი „ვალენსია“ სტუმრად „ვილიარეალთან“ დამარცხდა და წაგებულ შეხვედრაში, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი კიპერი დაასახელეს. გარდა იმისა, რომ მან პენალტი მოიგერია, შვიდი ურთულესი ბურთი აიღო, ისეთი, თითქოს გარდაუვალი გოლი რომ გგონია.

ჩემპიონატის ლიდერთან ფრედ, 1:1 ითამაშა „ნაპოლიმ“. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, კოჭებში გვარიანად ურტყეს, მაგრამ ტრავმას გადავრჩით. ხვიჩა ლუქსემბურგთან დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება, მაგრამ გვჯერა, რომ ნაკრებში ტყუილად არ მოდის და ლუქსემბურგის დამარცხების შემდეგ, 26 მარტს, ნაკრებისთვის საუკუნის შეხვედრაში დაგვეხმარება.