არის კონტაქტი - დვალიშვილი ქამრისთვის ომალისთან იჩხუბებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართველი გულშემატკივარი UFC-ში მორიგი სუპერ-შეხვედრის მოლოდინშია. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ომალი, მზად არის, ქამრის დასაცავად მერაბ დვალიშვილს შეხვდეს. უფრო ზუსტად, UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უააითმა ამას წინათ თქვა, მერაბს საჩემპიონო შეხვედრა ეკუთვნის და მას აუცილებლად მიიღებსო და რეალურად, ომალის სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა.

„მერაბთან ჩემი დაპირისპირება UFC-სთვის უდიდესი ღონისძიება იქნება და ეს ბრძოლა ძალიან კარგად გაიყიდება. ეს იქნება ლეგენდარული დაპირისპირება, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებ“,-განაცხადა ომალიმ.

ისე, ბატონ შონს ვინმემ შეახსენოს, რომ დვალიშვილს ბოლო ათი შეხვედრაა, არ წაუგია და რაც მთავარია, ბოლო სამ ორთაბრძოლაში, მან ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა. ჰოდა, სამივე მათგანი თავის დროზე, ამ წონის ჩემპიონი იყო და ისე ჩანს, ახლა მეოთხე ჩემპიონის დამარცხების დრო ახლოვდება.