მამარდას თანაგუნდელმა შესაძლოა ვეღარც გაიაროს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვალენსია“-„რეალის“ შეხვედრის მიწურულს, ერთ-ერთი ორთაბრძლისას, გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდეს, მუხტარ დიახაბის, მეტოქის ფეხბურთელი ფეხზე ცუდად დაეცა. მინდვრის მოთამაშეების სახეებიდან და რეაქციებიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი იყო, რომ რაღაც საშნელება მოხდა და გვინეელი ლეგიონერი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს,

„დიახაის ყველაზე სერიოზული ტრავმა აქვს, რაც კი შეიძლება ფეხბურთელმა მიიღოს. მას მუხლი ამოუვარდა და როგორც წინა, ისე უკანა ჯვარედინი მყესები გაუწყდა. ვერ გეტვით, რა და როგორ იქნება მომავალში, მაგრამ ჯერ მოედანზე დაბრუნებაზე საუბარი კი არა, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ფეხბურთელმა ნორმალურად გავლა შეძლოს. საბოლოოდ, ყველაფერი 12 თვის შემდეგ გვეცოდინება, მოედანზე დაბრუნებას კი, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, 12 თვეზე მეტი დასჭირდება“,-განაცხადა გუნდის ექიმმა.

დიახაბი ოპერაციას საფრანგეთში გაიკეთებს და რეაბილიტაციასაც იქ გაივლის. ერთი წლის შემდეგ კი, გაირკვევა, ის კარიერას დაასრულებს, თუ კიდევ 6-თვიან კურსს დაიწყებს, რათა მოედანზე დაბრუნება მოახერხოს, თუმცა, მანამდე მან... ნორმალურად სიარული უნდა შეძლოს.