ჩემპიონთა ლიგა სუპერმატჩებით დაწყვილდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის ¼ და ½-ფინალური შეხვედრების წილისყრა გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერ-წყვილები მივიღეთ და ფეხბურთის გულშემატკვირების გემოვნებას ეს მატჩები ნამდვილად დააკმაყოფილებს. მაშ ასე, ¼-ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:

„არსენალი“ (ინგლისი) VS „ბაიერნი“ (გერმანია)

„ატლეტიკო“ (ესპანეთი) VS „დორტმუნდი“ (გერმანია)

„რეალი“ (ესპანეთი) VS „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) VS „ბარსელონა“ (ესპანეთი)

½-ფინალი:

„ატლეტიკო“/„დორტმუნდი“ VS „პარი სენ ჟერმენი“/„ბარსელონა“

„არსენალი“/„ბაიერნი“ VS „რეალი“/„მანჩესტერ სიტი“

¼-ფინალის პირველი მატჩები 9-10 აპრილს, საპასუხო კი - 16-17 აპრილს გაიმართება. რაც შეეხება ½-ფინალებს, ისინი 30 აპრილი/1 მაისი და 7-8 მაისი შედგება. ფინალი კი, 1 ივნისს, ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე შედგება.