ლებრონ ჯეიმსმა ახალი ისტორია დაწერა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კითხვა, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი, სულ უფრო აქტიურად დაისმის. აქამდე ასე იყო - მაიკლ ჯორდანი და დანარჩენები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლებრონ ჯეიმსი გამოჩნდა, ჯორდანის ტახტი გვარიანად შეირყა. თავად „მეფე“ კი ამბობს, ჯორდანი საუკეთესოაო, მაგრამ შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს.

გასულ სეზონში, ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა, როცა ლეგენდარული ქარიმ აბდულ ჯაბარის რეკორდი, კარიერაში 38 387 ქულას გადააჭარბა, ახლა კი, საკუთარი შედეგი გააუმჯობესა და 40 000-ქულიან ზღვარს გადასცდა, რაც დაუჯერებელი შედეგია. საინტერესოა, რომ 40 000-ზე მეტი ქულის მოპოვების გარდა, ჯეიმსის ანგარიშზე 11 046 მოხსნა, 10 847 პასი, 2 252 ჩაჭრა და 1 107 დაფარებაა.

„არავინ უარყოფს, რომ მაიკლ ჯორდანი ლეგენდაა და მისი შდეგის გაუმჯობესება წარმოუდგენლად ჩანდა ისევე, როგორც თავის დროზე, „ფორმულა-1“-ში, მიხაელ შუმახერის, ან ფეხბურთში - პელესა და მარადონასი, მაგრამ ახლა უკვე ხმამაღლა შეგვიძლია ვიკითხოთ, ვინ არის საუკეთესო, ჯორდანი თუ ჯეიმსი“, - წერს ამერიკული მედია და მართლაც, ძნელია იმის განსაზღვრა, ვინ არის საუკეთესო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე