„მეცის“ პრინცი დაბრუნდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიხუედავად, რომ ნახევარი სეზონი „აიაქსში“ გაატარა, გიორგი მიქაუტაძე ფრანგული „მეცის“ მთავარი ბომბარდირია. მშობლიურ გუნდში იჯარით დაბრუნებულმა ჟორჟმა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „ნანტთან“ მატჩში, გოლს საგოლე გადაცემაც მიაყოლა. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძის მიერ „მეცის“ მაისურით გამართულ 10 შეხვედრაში - 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

„მეცის“ პრინცმა გულშემატკივარს იმედი დაუბრუნა. იმის მიუხედავად, რომ გუნდი მაინც გასავარდნ ზონაშია, ყველას სჯერა, რომ გიორგი მომდევნო შეხვედრებშიც გაიტანს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიმდინარე სეზონში უძლიერესთა შორის აღზევებული კლუბი, კვლავ უმაღლეს დივიზიონში დარჩეს“, - წერს ფრანგული მედია.

ჩვენ კი, იმის იმედად ვართ, რომ გიორგის კარგი ფორმა, სანაკრებო მატჩებში ძალიან წაგვადგება, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ 21 მარტს, ლუქსემბურგთან დაპირისპირება ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გვიწევს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე