სკანდალი, ფრე და მამარდაშვილის ფანტასტიკური სეივი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე, „ვალენსია“ ესპანურ გრანდებს არ განეკუთვნება, ესპანური პრიმერადივიზიონის 27-ე ტურში, ცენტრალურ შეხვედრად მაინც ვალენსია-რეალი მოინათლა. „სამეფო გუნდი“ გათამაშების ლდიერია და შესაბამისად, „მესტალიაზე“ მოსაგებად ჩავიდა, მასპინძლებს კი საკუთარ მოედანზე, წელს მხოლოდ ორი მარცხი ჰქონდათ და დანებებას არც მრისხანე მეტოქესთან აპირებდნენ.

„გიორგი მამარდაშვილმა სასწაული უნდა მოახდინოს ისე, როგორც ეს „რეალთან“ გასულ სეზონში გააკეთა. სხვაგვარად, გუნდი უბრალოდ განწირულია“, - წერდა ესპანური მედია და სასწაული მოხდა - ახლადგამოჯანმრთელებულ ჯუდ ბელინგემს მამარდამ ისეთი დარტყმული აუღო, რამდენიმე წამი არავის სჯეროდა, რომ გოლი არ გავიდა. მერე იყო სკანდალური ჩასტვენა, როცა მსაჯმა შეხვედრა დაასრულა და ამ დროს მადრიდელები შეტევაზე იყვნენ, გასმარჯვების გოლიც მსაჯის სასტვენიდან ორ წამში შეაგდეს, მაგრამ ბურთი არ ჩაითვალა, რამაც ბევრი გააოცა, უფრო ბევრი გააბრაზა, მაგრამ...

„გიორგიმ თამაშში დაგვტოვა და რომ არა მისი ფანტასტიკური სეივი, ჩვენ ქულას ვერ ავიღებდით“, - განაცხადა ნამატჩევს „ვალენსიას“ თავკაცმა, რუბენ ბარახამ და ვგონებთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მისი შეფასებაა.

რადგან მამარდაშვილზე ვსაუბრობთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ ყველაფერს გააკეთებს, რათა სეზონის ბოლის ჩვენებური ნისლიანი ალბიონის გზას გაუყენონ. „ვალენსიას“ გიორგის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო სურს, მაგრამ ლონდონელები ფიქრობენ, რომ მხოლოდ 20 მილიონს გადაიხდიან, კიდევ 20 მილიონის სანაცვლოდ კი, ესპანეთის გზას მათ პირენეელ კიპერს, კეპა არისაბალაგას გაუყენებენ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე