კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეულები ინტერნეტ-პორტალმა Whoscored შეარჩია.

ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგევრდმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩში 8,0 ქულა დაუწერა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელა. საბოლოოდ, Whoscored-მა შეფასება დააკორექტირა, ხვიჩას გრაფაში 7,9 ქულა დაწერა და რჩეულ თერთმეტეულში შეიყვანა.

კვარაცხელიას შეფასება Sofascore-მაც შეასწორა, რომელმაც თავიდან ქართველი თავდამსხმელს, ისევე როგორც „იუვენტუსის“ ფორვარდ ფედერიკო კიეზას 8,0 ქულა დაუწერა და ორივე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

საბოლოოდ, ინტერნეტ-პორტალმა ქართველის შეფასება 7,8-მდე შეამცირა, ტურინელების თავდამსხმელის კი პირიქით, 8,2 ქულამდე გაუზარდა და სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ქართველი ფეხბურთელი კი, რომელიც „იუვენტუსთან“ მატჩის გმირი იყო, „თამაშგარეში“ დატოვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო გახსნა და გუნდს მოგებაში (2:1) დაეხმარა. სულ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ცხრა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.