მოგეხენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს სამუშაოდ ირლანდიაში ეპატიჟებოდნენ. ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველო პლეი-ოფს ვერ დაძლევდა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდებოდა და ფრანგ სპეციალისტს გაათავისუფლებდნენ, რის შემდეგაც ის, სწორედ ირლანდიის ნაკრებს ჩაიბარებდა. თუმცა, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ირლანდიეელებს ეგონათ - საქართველო ევროპაზე მოხვდა და სანიოლის გაშვებაზე საუბარიც კი არ დაწყებულა. ამის მიუხედავად, ირლანდია ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას არ ჩქარობს და როგორც ამბობენ, ისინი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დასრულებას დაელოდებიან.
„საქართველო ევროპაზე ჩემპიონი ვერ გახდება, სანიოლის კი, ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე აქვს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ევრო-2024-ის შემდეგ, ის უმუშევარი იქნება და მოლაპარაკება არ გაგვიჭირდება“, - აცხადებენ ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციაში.
ირლანდია სანიოლს არ ეშვება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი