როცა თარჯიმანმა ინგლისური სათანადო დონეზე არ იცის...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, თურქეთში, მკლავჭიდელთა საერთაშორისო ტურნირი გათამაშდა და ჩემპიონობა ერთბაშად სამმა ქართველმა იზეიმა. ირაკლი ზირაქიშვილმა და დავით სამუშიაამ ოქროს მედლები და შესაბამისად, საჩემპიონო ქამრები მოიპოვეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო, სუპერ მძიმე წონაში, ქართველი „ჰალკის“, ლევან საგინაშვილის და კანადელი ჩემპიონი მკლავჭიდელის, დევონ ლარატის დაპირისპირება იყო. ტრავმის გამო, საგინაშვილს ერთი წელი გაუცდა, მანამდე კი, ლარატი მარტივად ჰყავდა დამარცხებული და კანადელი იმუქრებოდა, ქართველს ახლა მოვუგებო.

ძალიან საინტერესო იყო შეხვედრის წინ გამართული პრესკონფერენცია. ლევანი თავიდან ინგლისურად კი საუბრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლარატმა გააკეთა განცხადება და ხმამაღლა გაიცინაა, აქაოდა, ჩემი ტოლი და სწორი არ ხარო, „ჰალკმა“ თარჯიმანი იხმო და უთხრა - „ერთი ამას უთარგმნე, ქათამივით ნუ ხავის, გამოვიდეს და თუ რამის თავი აქვს, გვაჩვენოს...“ თარჯიმანმა „ქათმის ხავილი“ სავარაუდოდ, სათანადოდ ვერ გადათარგმნა, რადგან გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქეთ.

შეხვედრას რაც შეეხება, ქართველმა მკლავჭიდელმა მის შემდეგ თქვა, ძალიან აქვს მომატებული, ეტყობა დროს უქმად არ კარგავდა და ვარჯოშობდაო. არადა, ლევანმა 4:0 მოიგო და ნეტავ რა შეატყო, ნავარჯიშევი იყო მეტოქე თუ არა.