შალვა ნათელაშვილი და მისი ოჯახი - ის რაც აქამდე არ იცოდით

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსიამ“ გადაწყვიტა საზოგადოებას გააცნოს ქართველი პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები სხვა კუთხით. ჩვენ შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც ცნობილი ადამიანების შესახებ უცნობ და ნაცნობ ამბებს გაიგებთ.

პირველი სტატია იქნება პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილზე და მის ოჯახზე.

ვინ არის შალვა ნათელაშვილი?

პოლიტიკოსი შალვა ნათლაშვილი დაიბადა დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურში 1957 წლის 17 თებერვალს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1981 წელს; 1989 წელს სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა (მოსკოვი).

1981-1992წწ. - იყო საქართველოს პროკურატურის სტაჟიორი, გამომძიებელი, განყოფილების პროკურორი, უფროსი პროკურორი, პარტკომის მდივანი, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი;

1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5.28 დუშეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995 წელს ჩამოაყალიბა ლეიბორისტული პარტია;

1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა მაჟორიტარული, მაჟორიტარი №28 დუშეთის საარჩევნო ოლქიდან; თბილისის საკრებულოს წევრი (2002, 2006);

2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 და 2013 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს აშშ-ს შტატ ლუიზიანას საპატიო ელჩის წოდება, იუსტიციის მრჩევლის საპროკურორო ჩინი.

 

შალვა და ბელა

შალვა ნათელაშვილს ჰყავს მეუღლე ბელა ალანია, ისინი ერთად 30 წელზე მეტია არიან.

მათ ჰყავთ ორი შვილი, დარეჯან ნათელაშვილი და ბექა ნათელაშვილი.

თუ შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებაშია აქტიური, ბელა ალანიას საკუთარი აუდიტორია სოციალურ ქსელში ჰყავს და საავტორო ლექსებსა და ჩანახატებს მათ ხშირად უზიარებს.

ბელამ და შალვამ ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. მაშინ ბელა მუშაობდა  ასპირანტურაში სწავლობდა. მანდ კარიერაზე უარი თქვა და შალვასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა წყვილმა ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და ყველაფერს ერთად მიაღწეის.

 

 

შალვა და შვილები

როგორც უკვე ავღნიშნე შალვას და ბელას ორი შვილი ჰყავს, ბექა და დარეჯანი, მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ 2022 წელს შალვას ოჯახში მატება იყო და მისმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა. ბექას მეუღლე ნატალი თოდაძეა.