რომელ ადგილზეა საქართველო ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსებით EaP-ის ქვეყნებში - კვლევა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველო EaP-ის იმ ქვეყნებში ხვდება, სადაც ჯანდაცვასა და განათლებაზე მშპ-ის შედარებით მცირე ნაწილი იხარჯება, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში".

კვლევაში წერია, რომ საქართველოში ჯანდაცვა და განათლება მშპ-ის 6.4%-ით დაფინანსდება. ამ მაჩვენებლით ის აზერბაიჯანსა (5.92%) და სომხეთს (5.13%) უსწრებს.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, 2020 წლის მონაცემებით, მოლდოვაში ის მშპ-ის 10.8%-ს, ხოლო ბელარუსსა და უკრაინაში, 2021 წლის მონაცემებით, 9.25% და 9.13%-ს შეადგენს.

დოკუმენტის თანახმად, არსებული მონაცემებით, საქართველო და სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, სიღარიბის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველი ქვეყნები არიან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველოა.