"საქართველო არის ქვეყანა, სადაც „მონანიება“ გადაიღეს" - გენიალური თენგიზ აბულაძის ცხოვრების საინტერესო დეტალები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

31 იანვარს  კინოს სამყარო თენგიზ აბულაძის დაბადების 100 წლისთავს აღნიშნავს.

 საღამოზე მაყურებელს საშუალება ექნება, დაათვალიეროს თენგიზ აბულაძის ფილმების რარიტეტული პოსტერების გამოფენა, გაეცნოს  ნანა  ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნს – „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“, რომელშიც თავმოყრილია თენგიზ აბულაძის თანამედროვეების, მისი ჯგუფის წევრების მოგონებები და ქართული კინოს ოქროს ხანის ერთგვარ პანორამას წარმოადგენს. ამავე წიგნშია უნიკალური ფოტომასალა აბულაძის გადაღებებიდან. ეს წიგნის მესამე გამოცემაა და მას ამჯერად ახორციელებს გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“.

მათივე ცნობით, ასევე, ნაჩვენები იქნება  ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი „თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე“ (2002 წ.) და თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმი  „სამკაული ჩემი სატრფოსთვის“ (1971 წ.) (აღდგენილი ვერსია).

თენ­გიზ აბუ­ლა­ძე 1924 წლის 31 იან­ვარს და­ი­ბა­და. სწავ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე, შემ­დეგ კი იმა­ვე გან­ხრით, მოს­კო­ვის კი­ნო­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში... 

რე­ჟი­სო­რი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იქ გა­ტა­რე­ბულ წლებს ასე იხ­სე­ნებ­და: "მოს­კოვ­ში რა­ზი­ნის ქუ­ჩა­ზე, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დით. ვცხოვ­რობ­დით სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ გე­ნი­ა­ლუ­რად. ისე­თი სი­ცი­ვე იყო ოთახ­ში, რომ დი­ლით ჭი­ქა­ში წყა­ლი გა­ყი­ნუ­ლი გვხვდე­ბო­და. იმ ერთი ოთა­ხი­დან ოთხი სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გა­მო­ვი­და: რეზო ჩხე­ი­ძე, თენ­გიზ აბუ­ლა­ძე, სულ­ხან ცინ­ცა­ძე და მე. პუშ­კი­ნი რომ ამ­ბობს, ლი­ცე­უ­მი კი არ გვზრდი­და, არა­მედ ერ­თმა­ნეთს ვზრდი­დით ლი­ცე­უმ­შიო, - ასე ვი­ყა­ვით. დავ­დი­ო­დით ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე, სპექ­ტაკლზე, ფილმზე, ღა­მე­ებს კა­მათ­ში ვა­თე­ნებ­დით... "

1953 წელს თენგიზ აბულაძემ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში  სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო დაამთავრა. დაწყებული სადიპლომო ფილმიდან, ის ნაყოფიერად და წარმატებულად მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი და სცენარისტი.

1974 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ამავე წლიდან იგი კინოსტუდია “ქართული ფილმის” პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელია, 1994 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანია.1955 წელს ეკრანებზე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ერთობლივი ფილმი “მაგდანას ლურჯა”გამოვიდა, ეს ფილმი ქართული კინოს ისტორიაში გარდატეხის დასაწყისად მოიაზრება. ფილმმა სტალინური იდეებით  გაჟღენთილი სტერეოტიპი დაანგრია და  მსოფლიოს  საქართველო და ქართული კინო ცოცხალი სახეებითა და ხასიათებით, რეალური სინამდვილით გააცნო. ამ ფილმის შემდეგ, თენგიზ აბულაძეს ავანგარდისტად მიიჩნევდნენ. დამოუკიდებლად გადაღებულ ფილმებში: “სხვისი შვილები”, “მე ბებია ილიკო და ილარიონი” კრიტიკოსებმა ხან იტალიური “ნეორეალიზმის”,  ხანაც ფრანგული “ახალი ტალღის” გავლენა აღმოაჩინეს,  დღეს კი თენგიზ აბულაძე, ქართული კინოს კლასიკოსად ითვლება.

1967 წელს აბულაძე თავისი ცნობილი ტრილოგიის პირველ ფილმში “ვედრება’ სწორედ იმ თემას შეეხო, რომელიც აქტუალური მხოლოდ დღეს გახდა. 

1975 წელს ტრი­ლო­გი­ის მე­ო­რე ფილ­მი "ნატ­ვრის ხე" გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზით, ჯილ­დო­თი და პრე­მი­ით და­ჯილ­დოვ­და;

რე­ჟი­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძე: "სათ­ქმე­ლი და გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ბევ­რია, მაგ­რამ ერთი რამ მინ­და, გი­ამ­ბოთ: თენ­გიზ­მა გა­და­ი­ღო "ნატ­ვრის ხე" და რო­გორც წე­სად გვქონ­და, ვაჩ­ვე­ნეთ ჩვენს სამ­ხატ­ვრო საბ­ჭოს და მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს - მწერ­ლებს, მხატ­ვრებს. დამ­თავ­რდა სუ­რა­თი და სი­ჩუ­მეა დარ­ბაზ­ში, კა­ციშ­ვი­ლი არ ინ­ძრე­ვა და ხმას არ იღებს. თენ­გიზს არ მო­ე­წო­ნა ეს სი­ჩუ­მე, ადგა, მე­ქა­ნი­კოსს ფირი უნდა გა­მო­ვარ­თვაო, - ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და დარ­ბა­ზი­დან გა­ვი­და. მეც ძა­ლი­ან მე­უ­ხერ­ხუ­ლა ეს სი­ტუ­ა­ცია და ვთქვი: წა­მო­დით, ჩემს კა­ბი­ნეტ­ში გა­და­ვი­დეთ და იქ ვიმ­სჯე­ლოთ-მეთ­ქი. შე­ვე­დით, დავ­სხე­დით, ისევ ჩუ­მად არი­ან, მეც არ ვიცი, რო­გორ და­ვი­წყო. ამ დროს გა­ი­ღო კარი და თენ­გი­ზი შე­მო­ვი­და. შე­მო­ვი­და თუ არა, ყვე­ლა წა­მოდ­გა და ტაში და­უკ­რა. მე ასე­თი რამ არ მახ­სოვს, არ მომ­ხდა­რა. ასე­თი რამ არც ერთ რე­ჟი­სორს არ რგე­ბია, მათ შო­რის მეც".

ტრი­ლო­გი­ის ბოლო ფილ­მია - "მო­ნა­ნი­ე­ბა" (1984 წ.), რო­მელ­მაც კა­ნის მე-40 სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის რამ­დე­ნი­მე სა­პა­ტიო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ზი და­იმ­სა­ხუ­რა.თენგიზ აბულაძის რეჟისორული მოღვაწეობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ კინემატოგრაფიაში, მისი შემოქმედება მთლიანად აგებულია მარადიულ თემებზე, კაცობრიობის სატკივარზე და არა კონკრეტულ ეპოქაზე და კონკრეტულ პირებზე. რეჟისორი ამ ხერხით ადვილად უპირისპირდება სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკას. 

”მონანიების” შემდეგ თენგიზ აბულაძემ ახალ ფილმზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ნანა ჯანელიძის თქმით, ილიას მკვლელობით უნდა დაწყებულიყო და გალაქტიონის თვითმკვლელობით  დასრულებულიყო.

სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო ამ პროექტის დასრულება.

ნანა ჯა­ნე­ლი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

"მე ოცი წელი გა­ვა­ტა­რე თენ­გიზ აბუ­ლა­ძის გვერ­დით - ჯერ მისი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რი გავ­ხდი, "მო­ნა­ნი­ე­ბის" გა­და­ღე­ბის დროს თა­ნა­მო­აზ­რე და კო­ლე­გა. ამის მი­უ­ხე­და­ვად მი­ჭირს რამე გა­მორ­ჩე­უ­ლი ვთქვა მას­ზე, რად­გან სი­ცო­ცხლე მთლი­ა­ნად კი­ნოს მი­უ­ძღვნა. აბუ­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბა. მან მხო­ლოდ შვი­დი ფილ­მი გა­და­ი­ღო, მათ­ში არც ერთი არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვი­თი. ყო­ვე­ლი ფილ­მი, ყო­ვე­ლი კად­რი, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მისი ცხოვ­რე­ბი­სა ღრმად იყო გა­აზ­რე­ბუ­ლი.

"ნატ­ვრის ხის" შემ­დეგ აბუ­ლა­ძე მძი­მე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოხ­ვდა, მძღო­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. მას გა­უჩ­ნდა რწმე­ნა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ უნდა შექ­მნა.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც „მონანიება“ გადაიღეს“, - დასავლეთში ხშირად წერდნენ ასე აბულაძის ცხოვრების მთავარი ფილმის პრემიერის შემდეგ კანის ფესტივალზე.

1987 წელს კანში „მონანიებას“ სამი პრიზი გადაეცა: ფესტივალის გრან პრი, ეკუმენისტური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის და  „ფიპრესის“ (კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის) პრიზი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელი „მონანიებისთვისაც“ საიუბილეოა – ფილმის გადაღებიდან 40 წელი სრულდება.

რეჟისორის საიუბილეო კვირეული, 31 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებებით გაგრძელდება.

 

 ავტორი: ანი სარდლიშვილი