გაუსაძლისი სიცხე საქართველოში - რა საკვები დაგეხმარებათ გაგრილებაში

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სინოპტიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მაღალ სიცხეს ვარაუდობენ. ამინდები არაპროგნოზირებადი ხდება და სიცხისგან თავი დაცვა მხოლოდ კონდიციონერით და მსგავსი საშუალებებით შეუძლებელია. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს კვებას. ამ დროს ადამიანი კარგავს ბევრ სითხეს და ორგანიზმიდან გამოიყოფა ვიტამინები, სუსტდება იმუნური სისტემა. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რისი მიღებაა რეკომენდირებული.

  • პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია წყლის დალევა. აუცილებელია მივიღოთ 100-200 მლ წყალი ყოველ 40-45 წუთში. უმჯობესია წყალი იყოს გრილი და არა ყინულიანი, რადგან ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმში აგროვებს ტოქსინებს.
  •  არ არის რეკომენდირებული ცხელი, გაზიანი, ან ალკოჰოლის შემცველი სასმელები.
  •  მოერიდეთ შავ ჩაისა და ყავას. ყველაზე კარგი ზაფხულში პიტნის ჩაია, რომელიც წყურვილის დაკმაყოფილების შესანიშნავი საშუალება და ვიტამინების წყაროა.
  •  აუცილებელია ხილისა და ბოსტნეულის მიღება, რადგან ავსებს ორგანიზმში ვიტამინებს. უმჯობესია ხილი მივიღოთ დილით, რადგან საღამოს მიღებული ხილი ახდენს კუჭში დუღილის პროცესის პროვოცირებას. ატამს, მსხალს, გარგარს, საზამთროს, ნესვს, ქლიავსა და ნებისმიერ სხვა ხილს ადვილად ითვისებს ორგანიზმი. მოერიდეთ მჟავე ხილს, ციტრუსებს, სტაფილოსა და ჭარხალს, რადგან ათბობენ ორგანიზმს. არ უნდა დაგვავიწყდეს მწვანილი: მწვანე სალათა, ქინძი, ოხრახუში, კამა.
  •  მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წვნიანი და თხევადი კერძი, რადგან სუპებს ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი და ამარაგებს აუცილებელი სითხით.
  •  შეამცირეთ მარილის რაოდენობა, რადგან ზაფხულში გამოვყოფთ ბევრ სითხეს და არ დაირღვეს წყალ-მარილის ბალანსი.ხორციდან უპირატესობა მიანიჭეთ ქათამს, ინდაურს, თევზს. ცხელ დღეებში საქონლისა და ღორის ხორცი არ არის რეკომენდირებული, რადგან ათბობს ორგანიზმს. ასევე უმჯობესია არ მივიღოთ შებოლილი ხორცი, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს.
  •  რძის პროდუქტებიდან ზაფხულში ყველაზე კარგი უშაქრო კეფირია, რადგან აღგვიდგენს მიკროელემენტების უკმარისობას. აუცილებელია ყველა რძის პროდუქტი შევინახოთ მაცივარში და არ დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე.
  •  მოერიდეთ კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის შეძენას, რადგან მასში ბაქტერიები მალე იწყებს გამრავლებას.
  •  მოვერიდოთ კონსერვებს, მწნილებს, მარინადებს. სჯობს მივირთვათ ახალმომზადებული კერძები.

 

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი