ორგანიზმში იოდის დეფიციტი ინტელექტს აქვეითებს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იოდის ნაკლებობა ინტელექტს აქვეითებს ორგანიზმში იოდის დეფიციტი უამრავ მავნე შედეგს რომ იწვევს, ეს თითქმის ყველამ იცის. ამჯერად, ტასმანიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს მასშტაბური კვლევა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იოდდეფიციტი ბავშვის ინტელექტზე მოქმედებს. კვლევების შედეგების მიხედვით, იმ პატარებს, რომელთა დედებსაც ორსულობის დროს იოდდეფიციტი აღენიშნებოდათ, უფრი უჭირთ ახალი უნარების ათვისება, სწავლა და მართლწერაშიც პრობლემები აქვთ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე ნივთიერების დაბალი დონე, თურმე, არ ახდენს გავლენას მათემატიკურ უნარებზე. სწავლულები აცხადებენ, რომ იოდის ნაკლებობა ნეგატიურად აისახება ემბრიონის სმენითი ორგანოების განვითარებაზე და შედეგად, ბავშვების სმენით ოპერატიულობაზე. ამიტომაც აფრთხილებენ მედიკოსები მომავალ დედებს, რომ მთელი ფემძიმობის პერიოდში, იოდის შემცველი საკვები პროდუქტები, თუ დანამატები და შესაბამისი პრეპარატები მიიღონ.