შაქრის მავნე თვისებები, რომელსაც თეთრ სიკვდილს უწოდებენ

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შაქარი ყველაზე მავნე პროდუქტია შაქარი მეტად ტოქსიკური პროდუქტია, რომლის მოხმარების შემცირებაც აუცილებელია, ან მისი ალტერნატივის მოძებნაა საჭირო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მავნე პროდუქტების სიაში ის პირველ ადგილზე უნდა იყოს. შაქრის მუდმივი მოხმარება მიზეზია ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილებებისა და საშიში დაავადებების განვითარებისა. საქმე ის არის, რომ შაქარი ტოქსიკური პროდუქტია. თანაც, თავისი მოქმედებით, ეს „ტკბილეული“ გაცილებით საშიშია ტრანსცხიმებზე, რომელთა მავნებლობის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის. მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებენ, რომ შაქრის ჭარბი მოხმარება ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიც შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ალცჰაიმერის დაავადებებია, ასევე, სხვადასხვა ანთებითი პროცესები. შაქარს ადანაშაულებენ ასევე სიმსივნის ფართოდ გავრცელებაშიც. შაქრის სიყვარული იწვევს არტერიების დახშობას, რაც ინფარქტის მიზეზი ხდება. არ შეიძლება, არ ვთქვათ ინსულინის გამომუშავებაზეც, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას. გარდა ამისა, შაქარს შეუძლია გამოიწვიოს უჯრედების დაზიანება და ნაადრევი დაბერების მიზეზიც გახდეს. ამის გამო, აუცილებელია ადამიანმა საგრძნობლად შეამციროს მისი მოხმარება და სასარგებლო ალტერნატივები გამოძებნოს.