რა გავლენას ახდენს მამის პროფესია ბავშვის ჯანმრთელობაზე

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მამის პროფესია გავლენას ახდენს ჩანასახზე ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მუცლად ყოფნის დროს, ბავშვის ჯანმრთელობაზე გავლენას არა მხოლოდ დედის, არამედ, მამის საქმიანობის სფეროც ახდენს. მკვლევარებმა თანდაყოლილი დეფექტის მქონე და ჯანმრთელი, ათასზე მეტი ბავშვის მამების მონაცემები შეადარეს, რის საფუძველზეც გამოავლინეს ის პროფესიები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან შთამომავლობას. სპეციალისტებმა რისკ-ჯგუფში შეიყვანეს მხატვრები, ფოტოგრაფები, პარიკმახერები, ფიზიკოსები, სტამბის მუშები, მძღოლები, მნეები, ნავთობისა და გაზის კომპანიების, ქიმიური და კვების მრეწველობის მუშაკები. უფრო მეტიც, ზოგიერთი პროფესია პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ამა თუ იმ კონკრეტულ დაავადებას. მაგალითად, მებაღეების შვილებს ნაწლავების დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკილება, მხატვრების მემკვიდრეებს გულის, მხედველობისა და სმენის დაავადებები ემუქრებათ, ფოტოგრაფებმა და მძღოლებმა კი საკუთარი შვილები, შესაძლოა, კატარაქტითა და გლაუკომით „დაასაჩუქრონ“. როგორც სწავლულები განმარტავენ, მავნე ნივთიერებებთან კონტაქტი უარყოფით გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე, რაც თავის მხრივ, ნაყოფის ნორმალურ განვითარებას უშლის ხელს.