სარეცხის მანქანა ძაღლებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთის უდიდეს მეგაპოლისში, შანხაიში, საერთო მოხმარებისთვის  ხელმისაწვდომია სარეცხის მანქანები შინაური ცხოველებისთვის. შესაბამისი ვიდეო ჩინურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. პატრონს შეუძლია, ამ აპარატთან საყვარელი აღსაზრდელი მიიყვანოს, შესვას შიგნით, რომელიც ჩვეულებრივ სარეცხის მანქანას ჰგავს და დაელოდოს. ცხოველს სხვადასხვა მანიპულაცია უტარდება, ბოლოს თბილი ჰაერის ნაკადით შრება კიდეც. პროცედურის დასრულების შემდეგ, ცხოველი გადმოდის მანქანიდან სუფთა და ბეწვდაპწკენილი. პატრონს ისღა დარჩენია, „გარეცხილ“ ოთხფეხა მეგობარს ჩაეხუტოს და მოეფეროს.