ყველაზე ძვირადღირებული „ფერარი“ გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე, ვაჭრობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული „ფერარი“ გაიყიდა. ლეგენდარული GTO, რომელიც 1962 წელს გამოუშვეს, თითქმის 52 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა, ღირებულებით, მსოფლიოში მეორე რარიტეტის პატრონია. ასეთი სუპერკარი სულ 36 ცალი გამოვიდა, მათ სპეციალურად, მხოლოდ რბოლებისთვის ქმნიდნენ. გაყიდული „ფერარი“ სახელგანთქმულია გამარჯვებების სერიებით მსოფლიოს პრესტიჟულ ჩემპიონატებზე და საუკეთესო „ფერარის“ ტიტულსაც ფლობს, რაც კი ოდესმე გამოუშვიათ. ყველა დანარჩენი ეგზემპლარებიც, ასევე, კერძო კოლექციებშია.