კაბრალესი - ყველაზე ძვირიანი ყველი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პირენეებზე, ქალაქ არენას-დე-კაბრალესში, ყოველწლიურად იმართება კონკურსი საუკეთესო ყველის გამოსავლენად. გამარჯვებული პროდუქტი კი აუქციონზე საკმაოდ ძვირად იყიდება. წელს, ოვიედოში მდებარე რესტორანმა - Llagar de Colloto კოლოსალური თანხა - 30 ათასი ევრო გადაიხადა კაბრალესის ნატურალური ყველის ერთ ნაჭერში, რომლის წონაც სულ 2.2 კილოგრამი იყო.

ამგვარად, მსოფლიო რეკორდი დამყარდა ყველაზე ძვირადღირებულ ყველში. კაბრალესის ყველი ხელით მზადდება ძროხისა და თხის რძისგან, რამდენიმე თვის განმავლობაში „მწიფდება“ მღვიმეში, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ადგილობრივი ტენიანი პირობები ხელს უწყობს პენიცილინისმაგვარი ობის განვითარებას, რომელიც ყველზე დამახასიათებელ, ლურჯ-მწვანე ზოლებსა და ლაქებს აჩენს.