ანტისტრესული ყურსასმენები შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კორეული კომპანია Fuman-ის წარმომადგენლებმა უზარმაზარი ანსტისტრესული ყურსასმენები - Nirvana შექმნეს, რომელიც მუსიკას არანაირად არ უკავშირდება. ერთადერთი ხმა, რომელიც ამ გაჯეტის საშუალებით შეგიძლიათ მოისმინოთ, ეს თეთრი ხმაურია. საქმე ის არის, რომ ყურსასმენებში ყურების მასაჟისთვის საჭირო მილაკებია ჩამონტაჟებული. ეს Nirvana-ს ერთადერთი ფუნქციაა, რომელიც მწარმოებლების თქმით, გაჯეტის მომხმარებელს „დამშვიდებისა და კომფორტის შეგრძნების“ გრანტიას აძლევს. ფირმამ ამ უნიკალური ყურსასმენების შესაქმნელად საჭირო თანხა ინტერნეტ-მომხმარებლების მეშვეობით შეაგროვა და მისი მასობრივი წარმოების დასაწყებად საკმარისი ფული უკვე აქვს. თვის ბოლომდე, ამ ინოვაციური გაჯეტის შეძენა 180 დოლარადაა შესაძლებელი.