პენსიონერი საკუთარ თავს მისთხოვდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

77 წლის ამერიკელი პენსიონერი ოჰაიოდან, საკუთარ თავზე გათხოვდა და საოცნებო საქორწინო კაბაც მოირგო. დოტი ფიდელის თქმით, ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა ლამაზ ქორწილზე, თუმცა საქმროს ლოდინში დაიღალა და გადაწყვიტა, საზეიმო ცერემონია მის გარეშე გაემართა. ქორწილის ორგანიზებაში ქალს მოხუცთა თავშესაფარი დაეხმარა, სადაც დოტი ცხოვრობს. პენიონერის თქმით, ის დანიშნულიც იყო 1965 წელს, მაგრამ სამწუხაროდ, ქორწილი არ შედგა. ფიდელის ქალიშვილის თქმით, თავადაც ძალიან მონდომებული იყო, რომ დედის ოცნება აესრულებინა. ცერემონიაზე დოტის მეგობრებიც იყვნენ მიწვეულნი. როგორც ნებისმიერი პატარძალი, დოტიც ნერვიულობდა ამ მნიშნელოვანი დღის წინ, თუმცა ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. პენსიონერმა შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი ოცნება ასრულდა.