ამერიკელმა ტურისტმა ყველა ქვეყანა მოინახულა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა ტურისტმა მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოინახულა. ბოლოს, მან თურქმენეთში იმოგზაურა. საუბარია სანდიეგოელ რენდი უილიამსზე, რომელმაც ამ შუააზიურ რესპუბლიკაში ჩასვლა მას შემდეგ მოახერხა, რაც ის ტურისტებისთვის გახსნეს. უილიამსი მსოფლიოს იმ 193 ქვეყანაშია ნამყოფი, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები არიან, ასევე, პალესტინასა და ვატიკანში. გარდა ამისა, ამერიკელი ტურისტი სადავო ტერიტორიებზეც ჩავიდა, მათ შორის, ტაინავსა და დასავლეთ საჰარაში. ულიამსი ახლა საგონებელშია ჩავარდნილი, არ იცი, სად დაგეგმოს შემდეგი მოგზაურობა და ხუმრობს კიდეც, დროა, საკუთარი სახელმწიფო შევქმნაო.