მონტანას შტატში TikTok-ი აკრძალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკაში მონტანა გახდა პირველი შტატი, სადაც ჩინური სოციალური ქსელი და ვიდეოების გაზიარების ონლაინ-პლატფორმა აიკრძალა. აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონს შტატის გუბერნატორმა, გრეგ ჯანფორტემ მოწერა ხელი. „ეს ზომები მონტანის მცხოვრებთა პირადი მონაცემების ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან დასაცავად მივიღე“, - დაწერა გუბერნატორმა Twitter-ზე.როგორც Reuters-ი წერს, აპლიკაციების მაღაზიებს - Apple-სა და Google-ს, შტატის ტერიტორიაზე TikTok-ის გადმოწერის შესაძლებლობის უზრუნველყოფა აეკრძალათ. თუმცა, ამ ეტაპზე, აპლიკაციის გამოყენებაზე არანაირი ჯარიმა არ არის. კანონი ძალაში 2024 წლის იანვრიდან შევა. შეერთებულ შტატებში ონლაინ-პლატფორმის მფლობელ კომპანიას ByteDance-ს ჩინეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. გასული წლის ბოლოდან, ამერიკელ სახელმწიფო მოხელეებს, სამსახურებრივ მოწყობილობებზე ეკრძალებათ TikTok-ით სარგებლობა.