მუდამ წვიმიანი ქუჩა დუბაიში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაერთიანებულ საემიროებში მალე გაჩნდება ქუჩა, სადაც ყოველდღე წვიმაში შეგეძლებათ ისეირნოთ. როგორც  Khallej Times-ი წერს, უნიკალური ობიექტი ერთკილომეტრიანი იქნება და ის ახლა მშენებლობის პროცესშია. შენობებში ჩამონტაჟებული კლიმატ-კონტროლის სისტემების მეშვეობით, „ციდან“ არა მხოლოდ წვიმის წვეთები, არამედ, თოვლის ფიფქებიც წამოვა. დიზაინერებმა შენობებზე ფრანგულ სტილში მომრგვალებული საჩრდილოებლები დაამაგრეს. აქ ტემპერატურა კონტროლირებადია და 27 გრადუსის ფარგლებში იქნება, ტენიანობა 60% და ქარის სიჩქარე - 5 კმ/სთ-ში. დიზაინერების ჩანაფიქრით, ეს ქუჩა ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს ევროპულ ატმოსფეროს შეუქმნის. ამ ქუჩაზე შესვლა საკურორტო სასტუმრო-რესტორნის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. წვიმიანი ამინდით რომ ისიამოვნონ, მსურველებმა მენიუდან რამე უნდა შეუკვეთონ, ან ნომერი დაჯავშნონ.