ნაყინი ციცინათელებით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში, ქალაქ როტენბურგში მდებარე კაფე-სანაყინე - Eiscafe Rino, ცნობილია თავისი უჩვეულო, ინოვაციური მენიუთი. დაწესებულება ამჯერად კლიენტებს ნაყინს სთავაზობს, რომელსაც ციცინათელების გემო აქვს. კაფეს მფლობელის, ტომას მიკოლინოს თქმით, სინამდვილეში, ცივი დესერტი ციცინთელებისგან მიღებული ფქვილით არის დამზადებული, რომელსაც ცხიმიანი ნაღები, ვანილის ექსტრაქტი და თაფლი ემატება. გარდა ამისა, მზა ნაყინს დელიკატესად თავზე მშრალი მწერიც აქვს წამოსკუპებული. ამ უჩვეულო, ცივმა ტკბილეულმა ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა, მაგრამ საკმაოდ ბევრი გაბედული მომხმარებლები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ახალი ნაყინის გასინჯვა მოუნდათ და კმაყოფილებიც დარჩნენ.