„ჭკვიანი“ სკამები ჰაერის დაბინძურებაზე მიანიშნებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლონეთის სამხრეთში, ქვანახშირის ერთ-ერთი მაღაროს ორმა მუშამ ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა მაღალი ტექნოლოგიებით გადაწყვიტეს. მათ „ჭკვიანი“ დასასვენებელი სკამი შექმნეს, რომელიც ატმოსფეროს მდგომარეობას აფიქსირებს და ჰაერის გაწმენდაც შეუძლია. სკამი სხვადასხვა ფერებით ანათებს, რადგან გადამცემებით არის აღჭურვილი, რომელიც ჰაერში სხვადასხვა ნაწილაკების არსებობას აფიქსირებს. მწვანე ფერი - დაბინძურების ყველაზე დაბალ დონეს აღნიშნავს, წითელი - ყველაზე მაღალს. „ჩვენი შვილების გამო, გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ადვილად გვაჩვენებდა, სად შეიძლება სეირნობა და სად პირიქით _ სჯობს სახლში დარჩენა“, - ამბობს სიახლის ერთ-ერთი ავტორი. ერთი ასეთი სკამი მაღაროელთა ქალაქის ადმინისტრაციასთან დადგეს. „ჭკვიანი“ მოწყობილობის განთავსებას აეროპორტებში, ოფისებში, საავადმყოფოებსა და სკოლებში აპირებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროკავშირში, 50 ყველაზე დაბინძურებული ადგილიდან 33 - პოლონეთშია. საკუთარი ელექტროენერგიის 80%-ს, პოლონეთი ქვანახშირზე მომუშავე სადგურებით იღებს.