პოპკორნი მდიდრებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კინოთეატრში მისული მაყურებლი, იშვიათად ამბობს უარს ფილმის ნახვაზე, პოპკორნის თანხლებით. მას დემოკრატიულ საკვებად მიიჩნევენ, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანია Berco-მ ის კინოს უმდიდრესი მაყურებლებისთვის წარადგინა, ახალი პოპკორნის ყიდვას ყველა ვერ შეძლებს. Billion Dollar Popcorn_ დამზადებულია ორგანული შაქრისგან, Vermont Creamery-ის ნაღების კარაქისგან, ვანილისგან, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მარილისგან და 23-კარატიანი, საკვებად ვარგისი ოქროსგან. თუმცა, ასე ძვირადღირებულ პოპკორნს ძვირფასი ლითონის კი არა, მარილის გამო აქვს. ამ ნედლეულს დანიაში, კუნძულ ლესზე მოიპოვებენ და გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, ეკოლოგიური საფრთხის გამო, ძალიან მცირე რაოდენობით აწარმოებენ. მარილის მოპოვება შუა საუკუნეების მეთოდებით ხორციელდება, როგორც არქეოლოგიური ექსპერიმენტი და ტურისტული ატრაქციონი. მიუხედავად სახელწოდებისა, ახალი პოპკორნი არც ისე ასტრონომიული თანხა ღირს. ამ სასუსნავის ერთლიტრიანი შეფუთვის ფასი 100 დოლარია, 4-ლიტრიანის - 250 დოლარი, 8-ლიტრიანის კი - 500 დოლარი.