დაბერების საწინააღმდეგო აბები ძაღლებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობისას, ყველაფერი იდეალურად არის ხოლმე, ვიდრე მტკივნეული რეალობის წინაშე არ აღმოვჩნდებით - ძაღლები ადამიანებზე გაცილებით ცოტახანს ცოცხლობენ. ამის გამო, კომპანია Loyal-მა გადაწყვიტა, ჩაატაროს კვლევები იმის გასარკვევად, რამდენად შეიძლება ძაღლებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება დაბერების საწინააღმდეგო აბების საშუალებით. ჯერჯერობით, სწავლულები საწყის ეტაპზე არიან და არც დამაიმედებელი კლინიკური შედეგები გვიხილავს. ამ ეტაპზე, კომპანია სხვადასხვა ჯიშის ასაკოვან ცხოველებზე ატარებს კვლევებს. სპეციალისტები LOY-001-ზე მუშაობენ, რომელსაც შედარებით დიდი ჯიშის ძაღლებს მისცემენ, მეორე პროდუქტი კი LOY-002 - ყოველდღიური იქნება, რომელიც ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელ დაბერებაში უნდა დაეხმაროს. ამჟამად, ორივე პრეპარატი საპილოტე რეჟიმშია და მათი გაშვება 2024 და 2026 წლებში იგეგმება.