პრინცის ავტობიოგრაფია რეკორდების წიგნში მოხვდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანეთის პრინც ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნი „სათადარიგო“ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მისი გამოსვლის დღეს აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, წიგნის 1 430 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ასეთი შედეგი არამხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში ჯერ არ ყოფილა - პრინცის სკანდალური მემუარები ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავტბიოგრაფია გახდა. დღემდე რეკორდი აშშ-ს ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას წიგნს - „აღთქმული მიწა“ ეკუთვნოდა, გამოსვლის პირველ დღესვე - 887 ათასი გაყიდული ეგზემპლარით. გინესის რეკორდების ოფიციალურ საიტზე წერენ, რომ ჰარის წიგნის გაყიდვები უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, თუმცა გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრინცის ავტობიოგრაფია ესპანეთში თითქმის სრულად გავრცელდა ინტერნეტით.

„სათადარიგოში“ ჰარი აღწერს, როგორ მოიხმარდა ნარკოტიკებს და აღიარებს, რომ ავღანეთში მსახურობისას, თალიბებს ხოცავდა. წიგნში პრინცი, მეგან მარკლის გამო, უფროს ძმასთან კონფლიქტზეც წერს. მემუარების გამოსვლის წინ, ინტერვიუში, ჰარი სამეფო ოჯახს ბრალს სდებს, რადგან ბრიტანულ პრესას მასზე და მეგანზე თავდასხმებში მხარს უჭერდა.