The Wall Street Journal-ის გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს შვიდი მერყევი შტატიდან ექვსში ასწრებს​

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შვიდი მერყევი შტატიდან ექვსში ასწრებს.

გამოცემის ცნობით, გამოკითხვა 17-დან 24 მარტამდე ტელეფონით და მოკლე ტექსტური შეტყობინებით ჩატარდა. რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, თუ ვის დაუჭერდნენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე – დონალდ ტრამპს თუ ჯო ბაიდენს.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 600-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა არიზონიდან, ჯორჯიიდან, მიჩიგანიდან, ჩრდილოეთ კაროლინიდან, ნევადიდან, პენსილვანიიდან და ვისკონსენიდან.

შეგახსენებთ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსი შტატი მოიგო, ტრამპმა კი მხოლოდ ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმარჯვა.