ტაივანში მიწისძვრის შემდეგმ 120-ზე მეტი ადამიანი შენობების ნანგრევებსა და გვირაბებშია მოყოლილი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 120-ზე მეტი ადამიანი შენობების ნანგრევებსა და გვირაბებშია მოყოლილი. ადგილობრივი საგანგებო სამსახურების ცნობით, 77 მათგანი ჰუალიენის რაიონში, მთებში გამავალ ორ გვირაბშია მოყოლილი.

ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 800-ზე მეტი კი დაშავდა. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო.

კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრას ასობით მეწყერი მოჰყვა.