ჩანტლაძის ქუჩაზე სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის ქუჩა N24-ის მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი 510 კვ. მ ფართობზე მოეწყო.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, გამგებელ კახა სამხარაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო.