მეწარმეების საყურადღებოდ  - თუ 1 იანვრამდე არ განაახლებთ რეგისტრირებულ მონაცემებს, რეგისტრაცია გაგიუქმდებათ!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანინის ახალი რედაქციის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვარს იწურება ორწლიანი ვადა, რომელიც  მეწარმე სუბიექტებს მიეცათ  საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების განახსლებისათვის. მიუხედავად ამისა, ბევრს სუბიექტს ჯერ კიდევ რეგისტრაცია არ გაუვლია. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ ამ პროცესის პროფესიულად და სწრაფად გასავლელად. „ვერსია“ დაუკავშირდა ჯგუფის ადმინისტრაციას და გაარკვია, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მეწარმეების, თუკი კანონის მოთხოვნას არ შეასრულებენ.

 

-სოციალურ ქსელში რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა ახალი გვერდი „მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდაჭერის ჯგუფი.“ როდის შეიქმნა იგი და საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

-2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია, რომელმაც მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება ახლებურად მოაწესრიგა.

ბიზნესისთვის საკანონმდებლო სიახლეებთან ადაპტაცია რიგ შემთხვევებში საკმაოდ დიდ ძალისხმევას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, კანონმა გაითვალისწინა ორწლიანი გარდამავალი პერიოდი და მისცა მეწარმეებს შესაძლებლობა საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები (წესდება და სხვ.) საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად 2024 წლის პირველ იანვრამდე განაახლონ.

-----------------------

კანონის თანახმად, რეგისტრირებული მონაცემების  ვადაში განუახლებლობა რეგისტრაციის გაუქმებას გამოიწვევს.

---------------------------------

გარდამავალი პერიოდი 2024 წლის პირველ იანვარს იწურება, მეწარმე სუბიექტების უმრავლესობას კი სარეგისტრაციო მონაცემები განახლებული დღემდე არ აქვს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა თაობაზე ფართო მასებს ინფორმაცია არ გააჩნია.

როგორც აღნიშნეთ, ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელში სულ ახლახან, 2023 წლის ოქტომბერში, გამოჩნდა. იგი მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სარეგისტრაციო მონაცემების განახლების პროცესში კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერის მიწოდებას.

 

-რა იყო ამ გვერდის შექმნის მიზანი?

-სარეგისტრაციო მონაცემების განახლება საკმაოდ კომპლექსური პროცესია და ბევრ ნიუანსს ითვალისწინებს. განახლებული დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს კომპანიის თავისებურებებს, რაც სპეციალურ იურიდიულ ცოდნას მოითხოვს.

ამასთან, მარეგულირებელი ორგანო ხშირად უარს ამბობს დაარეგისტრიროს განახლებული მონაცემები და სხვადასხვა მიზეზით ადგენს ხარვეზს. თუ განმცხადებელი ხარვეზს დროულად არ შეავსებს, სარეგისტრაციო მონაცემები არ განახლდება. ამასთან, განმცხადებელი დაკარგავს მომსახურებისთვის გადახდილ საფასურს.

შესაბამისად სარეგისტრაციო მონაცემების განსაახლებლად აუცილებელია კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერის მიღება, რომელსაც ჩვენს პოტენციურ კლიენტებს ჩვენი გვერდის მეშვეობით ვთავაზობთ.

-რა სირთულეები შეიძლება შეექმნას მეწარმეს და თქვენ რა სახის დახმარება შეგიძლიათ აღმოუჩინოთ?

-როგორც აღინიშნა, მონაცემთა განახლების პროცესში წინა პლანზე დგას ორი გამოწვევა: განახლებული დოკუმენტაცია ზუსტად ასახავდეს კონკრეტული კომპანიის საქმიანობისა და ორგანიზაციის თავისებურებებს (1) და მარეგისტრირებელ ორგანოსთან კომუნიკაცია იყოს გამართული, ხოლო მარეგისტრირებლის მიერ დადგენილი ხარვეზი აღმოიფხვრას დროულად, რათა განმცხადებელს არ შეექმნას დისკომფორტი და არ დაკარგოს მომსახურებისთვის გადახდილი საფასური (2).

სწორედ ამ ორი მიმართულებით კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღება აუცილებელია.

რაც შეეხება ჩვენ მიერ გაწეულ დახმარებას, მონაცემთა განახლების პროცესში კომპანიის სპეციფიკას სარეგისტრაციო მონაცემებში დეტალურად, კანონის შესაბამისად ავსახავთ, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარს ფაქტობრივად გამორიცხავს.

-როგორია თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება?

-ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ვიმსჯელეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მეტ ადამიანს ჰქონოდა კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებაზე წვდომა. სწორედ ამიტომ რეალისტური და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ტარიფები დავაწესეთ.

კერძოდ, სტანდარტული წესდების შემთხვევაში დოკუმენტაციის შედგენის მინიმალურ ფიქსირებულ ღირებულებად 250 ლარი განვსაზღვრეთ, რაც მოიცავს გადასახადებს.

აღნიშნულ ფასში შედის სადამფუძნებლო შეთანხმებისა და საერთო კრების ოქმის მომზადება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებული სამუშაოები.

ინდივიდუალური წესდებით დოკუმენტაციის განახლება გაცილებით რთული პროცესია. ჩვენ მიერ შედგენილი ინდივიდუალური წესდება ზედმიწევნით ასახავს საკანონმდებლო მოთხოვნებსა და კომპანიის თავისებურებებს. ფასის განსაზღვრის მიზნით თითოეულ კლიენტს ვთხოვთ საიდენტიფიკაციო ნომერს და ვამოწმებთ მის ამჟამინდელ წესდებას. მხოლოდ ამის შემდეგ, სირთულიდან გამომდინარე, ვაწვდით  კლიენტს სატარიფო განაკვეთს.

-ვინ ხელმძღვანელობს ამ გვერდს? ვინ ასრულებს შეკვეთას და რამდენად კომპეტენტურია სტაფი, აქვს თუ არა გამოცდილება?

-გვერდს მოქმედი იურისტები ხელმძღვანელობენ. მათი გამოცდილება 15 წელს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, მათ შორის, საჯარო რეესტრში, მუშაობის გამოცდილებას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა მათი სამუშაოს უდიდეს ნაწილს შეადგენდა. შესაბამისად იცნობენ ამ კონკრეტული სექტორის სპეციფიკასა და გამოწვევებს.

თითოეულ კლიენტთან ერთი ანგანსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მონაცემთა განახლება მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული - მაქსიმუმ ორი იურისტი მუშაობს. აღნიშნულის შესახებ კლიენტს წინასწარ ვაწვდით ინფორმაციას და მათგან ვიღებთ დასტურს.

-----------------------------------------------

შეგახსენებთ, სარეგისტრაციო მონაცემთა დადგენილ ვადაში (2024 წლის პირველ იანვრამდე) განუახლებლობა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტი საკუთარ სარეგისტრაციო მონაცემებს დადგენილ ვადებში არ განაახლებს, მარეგისტრირებელი ორგანო მას დამატებით ვადას განუსაზღვრავს, რომლის უშედეგოდ გასვლა რეგისტრაციის გაუქმებას გამოიწვევს.

რეგისტრაციის გაუქმება კონკრეტულ, საკმაოდ მძიმე სამართლებრივ შედეგებთანაა დაკავშირებული. ფაქტობრივად, თავდაყირა დგება კომპანიის სტატუს-კვო და გაუქმებულ სამეწარმეო ორგანიზაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები სასამართლოში ინაცვლებს.

თუ ხართ მეწარმე სუბიექტი და ჯერ კიდევ არ გაგიახლებიათ თქვენი მონაცემები, კვალიფიციური მომსახურეობის მისაღებად დაუკავშირდით გამოცდილი იურისტების ჯგუფს:

Mob.: 599 029 913

Email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

Facebook:https://www.facebook.com/complianceconsultation.group

=============================================

ავტორი რუსა ხავთასი