თელავში ახალი აეროპორტი აშენდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თელავში, ისტორიული აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების აეროპორტი აშენდება, რომლის პროექტირება-მშენებლობის პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება. პროექტის განხორციელებისთვის 30 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. განახლდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, აშენდება ახალი ტერმინალი და მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ახალი აეროპორტი ხელს შეუწყობს შიდა ავიაციის და ტურიზმის განვითარებას. 2024 წლიდან თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს ბათუმიდან, ქუთაისიდან, ამბროლაურიდან და მესტიიდან. ეს ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონიდან რეგიონში და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონს.