Avatar-ის თანადამფინანსებელი Disney-ს უჩივის

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფილმების დამფინანსებელი ამერიკული კომპანია TSG Entertainment-ი Disney-ს კონტრაქტის დარღვევისთვის უჩივის. 

ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, Disney-ს და მის შვილობილ 20th Century Fox-ს ბრალი მოგების დამალვასა და ფინანსურ გარიგებების ჩაშლის გამო ედება. ამის მოტივი Disney-ის სტრიმინგ პლატფორმის მოგებისა და აქციების ფასების გაზრდა იყო. სარჩელში ნათქვამია, რომ ამ ქმედებამ ფინანსურად დააზარალა TSG, რომელსაც მიღებული შემოსავლის სხვა ფილმებში ინვესტიციას გეგმავდა.

TSG Entertainment არაერთი ჰოლივუდური ფილმის თანადამფინანსებელია. ის ძირითადად წარმოებისა და მარკეტინგის ხარჯებს აფინანსებს, მოგებას კი ფილმის გამოსვლის შემდგომ, საერთო შემოსავლის წინასწარ განსაზღვრული წილის სახით იღებს. TSG-ს დაფინანსებული აქვს 20th Century Fox-ის 140-მდე ფილმი, მათ შორის Avatar: The Ways of Water. კომპანიის თქმით, 2012 წლის შემდგომ მას $3.3 მილიარდის ინვესტიცია აქვს განხორციელებული სტუდიის პროექტებში.  

მას შემდეგ, რაც TSG-მ მოგების კლება შეამჩნია, 20th Century Fox-გან სამი ფილმის ფინანსების აუდიტის ჩაბარება მოითხოვა. TSG-ის მტკიცებით, მათ აღმოაჩინეს თვითრეალიზების ფაქტები და „სააღრიცხვო ხრიკები“, რის შედეგადაც სულ მცირე $40 მილიონის ოდენობის მოგება დაუმალეს.

„ეს შემაშფოთებელი მაგალითია იმისა თუ როგორ ცდილობს ჰოლივუდის ორი გიგანტი,  რომლებსაც  ე.წ. „ჰოლივუდის ბუღალტერიის“ გამოყენების სამარცხვინო ისტორია აქვთ, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით დამალონ მოგება“, - ნათქვამია სარჩელში.

ერთ-ერთი ბრალდებით, Fox-მა ოსკაროსანი ფილმის, The Shape of Water-ის ლიცენზია, თავის შვილობილ არხს ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე $4 მილიონით ნაკლებ ფასად გადასცა. გარდა ამისა, TSG კერძო აუდიტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დამალულ შემოსავალთან ერთად, მას გადაახდევინეს დისტრიბუციის ის ხარჯები, რომლებიც შეთანხმების ნაწილი არ იყო.

TSG-ის იურიდიულ მხარეს წარმოადგენს ჯონ ბერლინკსკი, რომელსაც Disney-თან დავის გამოცდილება აქვს. აქამდე ბერლინკსკი იცავდა მსახიობ სკარლეტ იოჰანსონის ინტერესებს, რომელმაც კომპანიას ფილმ Black Widow-ს კინოთეატრებში პრემიერის დღეს, თავის ონლაინ პლატფორმაზე Disney+ განთავსებისთვის უჩივლა. ეს დავა საერთო შეთანხმებით დასრულდა, რომლის შესახებ დეტალები არ გასაჯაროებულა.

TSG ასევე აცხადებს, რომ ჰქონდა მცდელობა თავისი მოგების ჯერ კიდევ გაუნაღდებელი წილი Disney-ს სხვა ფილმებში ჩაედო, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო. შედეგად, TSG-მ დაკარგა შესაძლებლობა უფრო მეტი ინვესტირება გაეკეთებინა ფილმში Avatar: The Way of Water, რომელიც $2,3 ტრილიონით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ფილმებს შორის.

 

businessformula